Home About Us Team Service Price Success History Offer News Contact HUB APPRAISER
  ჩვენი მიზანია - საგადასახადო მოთხოვნებზე ორიენტირებული ხარისხიანი მომსახურება!  
  ჩვენ ვამაყობთ ჩვენი კლიენტებით, მათმა რიცხვა უკვე 250-ს გადააჭარბა, ესენია ქართული და უცხოური საწარმოები:
 

ჩვენი წარმატების ისტორია

ალიან საინტერესოა, რაში იზომება წარმატება? - თანამშრომელთა ხელფასებში? გუნდის პროფესიულ ზრდაში? კომფორტულ სამუშაო გარემოში? მოკლე სამუშაო დღეში? კმაყოფილ კლიენტთა რაოდენობაში? თუ მოგებასა და დაგროვილ აქტივებში? - ჩვენ, ვიაპში გვგონია, რომ ყველაფერ ამაში.. მხოლოდ ერთი ნიშნულით კმაყოფილება, ხანმოკლე და არაფრის მომცემი იქნება..

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ საქართველომ აიღო კურსი ქცეულიყო ტურისტულ და საინვესტიციო ქვეყნად, მოეზიდა უცხოელი ინვესტორები; მინდოდა რაღაც ისეთი წამომეწყო, რომ ჩემი ადგილი მეპოვნა ამ კურსში..  მე მათემატიკოს-პროგრამისტი ვარ და ეს რაღაც მათემატიკასთან  და თანამედროვე ტექნოლოგიებთან უნდა ყოფილიყო კავშირში და თან რამოდენიმე ენაზე...

ბევრი ფიქრის, სხვა და სხვა ბიზნესის და ჩემი შესაძლებლობების აწონ-დაწონვით, მივაგენი... ეს არის ბუღალტერია და ბიზნეს-მენეჯმენტი ელექტრონულად - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე თან  სრული აუტსორსინგით..

2012 წელს დავაარსე Vip Secretary-ი, რომელიც ძირითადად დამწყებ ბიზნესზეა ორიენტირებული, დამფუძნებელთა კრების ოქმიდან, კაპიტალის ცვლილების აქტიდან თუ ხელშეკრულებიდან დაწყებული და ბუღალტერია-ფინანსური ანგარიშგებით დამთავრებული - სრულ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს, ბიზნესისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად.. კლიენტს აღარ სჭირდება შექმნას ბუღალტრის და ადმინისტრატორის სამუშაო ადგილი, უზრუნველყოს კომპიუტერით, პრინტერით, სამუშაო სივრცით, ჯანმრთელობის დაზღვევით, საპენსიო შენატანით, უწყვეტი დენით და ინტერნეტით, საბუღალტრო პროგრამით, ამ ყველაფერს ჩვენ ვთავაზობთ.. ანუ ჩვენი სერვისი ჩვენივე რესურსით მიეწოდება..

ურთიერთობის წარმატებისთვის,  საჭიროა კლიენტი გამოგვყვეს დისტანციურ კომუნიკაციაში, რადგან დავალებების მიღება და რაპორტირება-მეილით ხდება;

პირველი და განსაკუთრებული, რაც განგვასხვავებს ზოგადად საბუღალტრო კომპანიებისგან ის არის, რომ ფაქტიურად უარი ვთქვით ქაღალდებზე, ყოველი კლიენტისთვის გვაქვს ელექტრონული საქაღალდე და იქ ინახება პდფ ფაილებად გარდაქმნილი სრული სამეწარმეო დოკუმენტაცია; ბევრ ჩვენს კლიენტს ოფისიც კი არა აქვს, რადგან  ესეთი მაღალტექნოლოგიური მიდგომით - მას ფაქტიურად   ვირტუალური ოფისი შევუქმენით;

ასევე ვიაიპის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია - მაქსიმალურად დავეყრდნოთ დოკუმენტებს, მონაცემები ავიღოთ კოპი-ფეისთით, რათა მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ადამიანური შეცდომები;

ჩამოყალიბებული გვაქვს საერთო ოპერაციული მიდგომები და ადვილად შეუძლია გუნდის თითოეულ წევრს ერთმანეთი შეცვალოს, კლიენტს ემსახურება არა ერთი პროფესიონალი, არამედ მთელი გუნდი! - ამით კლიენტიც კმაყოფილია და თანამშრომელიც მშვიდადაა;

ხოლო რაც შეეხება პროფესიულ ზრდას, ყოველი ჩემი თანაშემწე გადის ACCA-ის და  IFRS -ის კურსს, ზოგს უკვე პირველი დონის სერტიფიკატები აქვთ, ასევე მენეჯმენტის კურსს, ყოველ სამუშაო დღეს დილის ერთ საათს ვუთმობთ კოდექსის კითხვას და განხილვას; მუდმივად ვართ სიახლეების საქმის კურსში და ყოველ ახალ ბრძანებას თუ საგადასახადო ცვლილებას ვნერგავთ პრაქტიკაში, ეს იქნება ახალი სამშენებლო რეგულაციები, სურსათის უვნებლობის წესები, იმპორტ-ექსპორტის დეკლარაციები და მრავალი სხვა..

და ყველაზე განსაკუთრებული, ესაა ჩვენი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, დილის ათი საათიდან ნაშუადღევს 4 საათამდე, ხოლო ხუთშაბათი და შაბათი არის სწავლის და პირადი დასვენება-განვითარების დრო; კლიენტთა მიღების დღეებია სამშაბათი და პარასკევი, ესე დაგეგმილი და ნათელი გრაფიკი - ყველასთვის მისაღები და მოქნილია; გვაქვს ჩვენი შიდა განაწესი, ე.წ. ჩვენი შიდა კორპორატიული კულტურა, რომელსაც ხელშეკრულების დადებამდე ვაცნობთ კლიენტს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს და არ ჰქონდე გადაჭარბებული მოლოდინები, უფრო რომ დავაზუსტო, კარგად ვუხსნი თუ რას ნიშნავს აბსოლუტური აუტსორსინგი და მას თუ ლოკალური, ადგილობრივი ბუღალტერი ან მენეჯერი სჭირდება, ზუსტად იცოდეს რომ ჩვენ ამას არ ვთავაზობთ, თუმცა ჩვენი შეთავაზების გაცნობის შემდეგ, ბევრს შეუცვლია გადაწყვეტილება და სწორად შეუფასებია ჩვენი, როგორც აუტსორსზე მომუშავე გუნდის უპირატესობები ლოკალურ ერთ,თუნდ ძალიან მაგარ თანამშრომელთან მიმართებაში...

ორიოდე სიტყვით მოგებაზე და აქტივების ზრდაზე.. შევიძინეთ საკუთარი საოფისე ფართი არქი ისნის ბიზნესკლასის კორპუსში და მალე საკუთარი ოფისიდან, უფრო ნაყოფიერად და დიდი შემართებით მოვემსახურებით ჩვენს კლიენტებს!

სამომავლო გეგმებიც დიდი გვაქვს, ვაყალიბებთ ახალ პროდუქტს - ფინანსური ანგარიშგებების გაკეთება და წარდგენა, წელიწადზე მეტია ამ კუთხით ვვითარდებით და დიდი იმედი გვაქვს რომ წარმატებით გავართმევთ თავს..

წარმატების საზომად 250-ზე მეტი მუდმივი კლიენტიც მიგვაჩნია, თუმცა ყოველდღიურად ვხვეწავთ მიდგომებს, რაპორტირების და კომუნიკაციის ფორმებს..

წარმატება ნიშნავს მუდმივ წინსვლას, ვიაიპის  წარმატების საიდუმლოც ეს არის!